საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნაშრომების მიღება საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალის“ 2023 წლის გამოცემაში გამოსაქვეყნებლად

ცხადდება ნაშრომების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (შემდგომ - ინსტიტუტის) „საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალის“ 2023 წლის გამოცემაში გამოსაქვეყნებლად.

 

ჟურნალში ნაშრომის წარდგენის უფლებით სარგებლობენ, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, ასევე, სხვა აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, პრაქტიკოსი იურისტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

 

ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით (არაუმეტეს ორი ავტორისა).

 

ნაშრომის შესრულება შესაძლებელია შემდეგი სექციების ფარგლებში:

  • სამეცნიერო სტატია;
  • თარგმანი;
  • სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა.

 

ჟურნალის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • სახელმწიფო მოწყობა; 
  • ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები; 
  • საარჩევნო სამართალი; 
  • საკონსტიტუციო სამართალწარმოება;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის სამართალი.

 

დაინტერსებულმა პირებმა 2023 წლის 3 სექტემბრამდე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოგზავნონ საკონკურსოდ წარმოსადგენი ნაშრომის სათაური, აქტუალურობის დასაბუთება და ძირითადი თეზისები, ხოლო 2023 წლის 1 ნოემბრამდე დასრულებული ნაშრომი სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობასა (სტუდენტის მიერ ნაშრომის შესრულების შემთხვევაში) და პირად განცხადებასთან ერთად (იხ. დანართი N1).

 

„საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალში“ ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ მისი პირველადი გამოქვეყნების მიზნით. ნაშრომებისათვის დადგენილი მოთხოვნების დეტალურად გასაცნობად იხილეთ დანართი N2.

 

ნაშრომებისა და მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე: res.institute@tsu.ge.

კონკურსის შედეგად შერჩეული ნაშრომების ავტორებს უპირატესობა მიენიჭებათ ინსტიტუტის მკვლევარის პოზიციის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:

საკონტაქტო პირი: თორნიკე ნემსწვერიძე
ელექტრონული ფოსტა: res.institute@tsu.ge
ტელეფონი: +995 598 77 84 06

თარიღი: 16/08/2023